Tuesday, October 21, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე 21.10.2014 წელი

     დღეს ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის  პორტფოლიო. დავათვალიერე სხვისი ნაშრომები .
     ძალიან კმაყოფილი ვარ.
     დიდი მადლობა ქალბატონ  ხათუნას.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 19, 2014

ტრენინგის მერვე დღე 19.10.2014

       დღეს შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები. გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიებით. მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდიქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
    

Tuesday, October 14, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე 14.10.2014 წელი

       დღეს გავეცანით გარდნერისა და ბლუმის მატრიცას.  ასევე როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
      განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ყველა ტიპის მოსწავლისათვის გზების მოძებნა.

Sunday, October 12, 2014

მეექვსე დღე 12.10.2014

    გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.
განვიხილეტშეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები.

Tuesday, October 7, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე 07.10.2014წელი

    დღეს ვისაუბრეთ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.
    გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.
    ბლოგზე ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Tuesday, September 30, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე 30.09.2014

           ვიმუშავე  ჩემი პროექტის გეგმის შაბლონზე. ასევე ამ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
            ვისაუბრეთ დროში გაწერილი გეგმის შესახებ.
           

Monday, September 29, 2014

ტრენინგის მესამე დღე 29.09.2014

        მესამე დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.
        დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.
        საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
        მადლობა ჩვენს ტრენერს, ხათუნა რუსეიშვილს.
         

Sunday, September 28, 2014

ტრენინგის მეორე დღე 28.09.2014

     ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით სასწავლო პროექტის შექმნის შაბლონს.პროექტის პრეზენტაციის შექმნის შაბლონს.
      საინტერესო იყო თითოეული მათგანის შინაარსობრივი მხარე.

ტრენინგის პირველი დღე 26.09.2014

     დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა. გავეცანით კურსის მნიშვნელობას. განვიხილეთ სხვადასხვა პუბლიკაციების მომზადება.