დღეს შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები. გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიებით. მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდიქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
დღეს გავეცანით გარდნერისა და ბლუმის მატრიცას. ასევე როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ყველა ტიპის მოსწავლისათვის გზების მოძებნა.
დღეს ვისაუბრეთ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს. ბლოგზე ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.